დღეს, 25 მარტს, 10:00 საათზე, მცხეთაში, სასტუმრო "მცხეთა პალასში~, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მართავს მნიშვნელოვან შეხვედრას საერთაშორისო პროექტის _ ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქების _ ფარგლებში.
როგორც ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორემა აცნობეს, შეხვედრაზე შეიკრიბებიან საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რათა იმსჯელონ როგორ გადადგან ნაბიჯები შეირაღებული კონფლიქტების დროს კულტურული ფასეულობების უკეთ დასაცავად.
პროექტი `ომისაგან თავისუფალი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული ქალაქები~ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CIUDAD-ის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანია დაამკვიდროს საუკეთესო გამოცდილება შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხის წინაშე არსებული კულტურული ფასეულობების მართვისას და მომზადდეს განაცხადები ქალაქ მცხეთისთვისა (საქართველო) და ბიბლოსისთვის (ლიბანი), რათა ამ ქალაქების მსოფლიო მნიშვნელობის მემკვიდრეობას მიენიჭოს გაძლიერებული დაცვის სტატუსი იუნესკოს მიერ.
მცხეთის მუნიციპალიტეტთან ერთად პროექტის პარტნიორები არიან: ბიბლოსის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების საბჭო (ლიბანი),WATCH (World Association for the Protection of Tangible and Intangible Cultural Heritage in Times of Armed Conflict, იტალია), FOCUH (Friends of Cultural Heritage, თურქეთი), NEREA (Network for Advanced Restoration, იტალია).
შეხვედრა, რომელიც მცხეთაში გაიმართება, წარმოადგენს ნაწილს იმ ინიციატივებისა, რომელთა მიზანია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის `რისკების შემცირების ზომებს~ და შეიმუშავებს `რისკის მზადყოფნის გეგმას~. ამ ორი დოკუმენტის მომზადებით საქართველო შეასრულებს `შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის შესახებ~ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მეორე ოქმით დაკისრებულ ვალდებულებებს.