დღეს, 25 მარტს, 14:00 საათზე, დუშეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (დირექტორი - მაკა დვალიშვილი) გამართავს პროექტის პრეზენტაციას - "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინსტიტუციონალური განვითარება".
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ პრაქტიკაზე ორიენტირებული ვორქშოფების, კონსულტაციების ჩატარება, ხალხური რეწვის პროდუქციის შექმნა, მაღაზია/სალონის გახსნა, ტურისტული მარშრუტების შედგენა, დუშეთის ტურისტული გზამკვლევის შექმნა, გამოცემა და ტუროპერატორებთან მუშაობა რეგიონში კულტურული ტურიზმის და ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის.