დღეს, 25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, სოლომონ პავლიაშვილის ინიციატივით, გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და საქართველო~. კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ეკონომისთა ასოცოაცია და ჟურნალი "სოციალური ეკონომიკა 21-ე საუკუნის აქტუალური პრობლემები".
ქართველ მეცნიერებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უცხოელი ექსპერტებიც მიიღებენ.
"მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ არ შეიძლება, საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებით არ იცოდეს ქართველი მეცნიერ-ეკონომისტთა შეხედულება და პოზიცია, მით უმეტეს, რომ ქართულ ეკონომიკურ მეცნიერებას შესწევს უნარი, აქვს ძალა და ინტელექტიც, რომ სწორედ შეაფასოს მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ტენდენციები~, _ აცხადებს პავლიაშვილი.
მისი ინფორმაციით, კონფერენციისთვის გამოიცა ჟურნალ "სოციალური ეკონომიკის~ სპეციალური ნომერი, რომელშიც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშრებით 140 სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული, მათ შორის, ამერიკელი, გერმანელი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი პროფესორების კვლევები.
"დარწმუნებული ვარ, ქართველი ეკონომისტების ეს ნაშრომები, შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ერთგვარ გასაღებად იქცევა~, _ აცხადებს პავლიაშვილი.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, "ეკონომისტთა ასოციაცია~, ჟურნალი "სოციალური ეკონომიკა~.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიიდან ბერნლინის უნივერსიტეტის პროფესორი რუდიგერ ანდრეზენი; უკრაინიდან _ კიევის ეკონომიკის სამინისტროს განყოფილების გამგე ვერა გერასიმენკო; აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები _ ფიზულ მამედოვი და არზე გასანოვი.
საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვეულნი არიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეები.