დღეს, 25 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის განახლებულ დარბაზში კომპანია "ნატახტარი" გამართავს ელდარ ნადირაძის წიგნის, "ქართული ლუდის" პრეზენტაციას.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, მეცნიერები და ჟურნალისტები. სიტყვით გამოვლენ წიგნის ავტორი, ელდარ ნადირაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე ნიკოლაიშვილი.
წიგნის ავტორი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებზე დაყრდნობით მოგვითხრობს ქართული ლუდის, როგორც სამეურნეო პროდუქტის, წარმოების საკითხებსა და მის უძველეს ტრადიციებზე საქართველოში.
წიგნი ეძღვნება თვალსაჩინო ქართველი ეთნოლოგის, ანდრო ლეკიაშვილის ხსოვნას.