სანკტ-პეტერბურგში, პუშკინის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ავტომანქანა დაიმტვრა.
"უამიდობის გამო 45 სატრანსპორტი საშუალება შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის ორი ავტობუსი, არიან დაზარალებულები", - განუცხადეს "ინტერფაქსს" ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოში.
შემთხვევა მოსკოვის დროით 18:00 საათზე მოხდა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადების მისვლა გართულებულია.
დაშავებულები, რომლეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.