საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ჯონდი ბაღათურიას, არითმეტიკის გაკვეთილი ჩაუტარა.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს კუბლაშვილმა აღნიშნა, ჯონდი ბაღათურია ადრეც გამოირჩეოდა დოკუმენტის არაკორექტული კითხვით და სუბელინისთვის წაყენებული ბრალდება კორუფციასთან დაკავშირებით უკავშირდება იმას, რომ მან დოკუმენტში მხოლოდ ერთი წინადადება ამოიკითხა.
"ბატონი ჯონდისთვის განვმარტავ, რომ პროცენტის გამოსაანგარიშებლად რიცხვი უნდა გაყოთ 100-ზე და უნდა გაამარავლოთ იმაზე, რამდენი პროცენტიც უნდა იყოს. მაგრამ ვეჭვობ, რომ მომავალშიც ვერაფერს ისწავლის ამ გაკვეთილებიდან, რადგან, როგორც ჩანს, მათემატიკის გაკვეთილიდანაც ისევე იპარებოდა, როგორც ცოტა ხნის წინ დარბაზიდან გაიპარა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.