ხვალ, 25 მარტს, პარლამენტში სამთავრობო დებატები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოსმენით გაგრძელდება.
დებატებზე ანდრია ურუშაძე და დიმიტრი შაშკინი დეპუტატებს თავიანთ ხედვას და გეგმებს გააცნობენ, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ მინისტრების მოსმენების 25 მარტს დასრულდება, ხოლო მთავრობის მთელი კაბინეტი პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ, 29 მარტს წარდგება.
პარლამენტში სამთავრობო დებატები "ქრისტიან-დემოკრატების" მოთხოვნით გაიმართა. დეპუტატებმა ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, დევნილთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს უკვე მოუსმინეს.