რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციისა და კონტროლის პალატის შენობაზე დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ნიკოლეიშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. ცაგარეიშვილი დაინტერესდა, აღნიშნული შენობების მშენებლობაზე რა თანხა დაიხარჯა და რა ჯდება ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის ოფისის მშენებლობა.
"მე არ ვარ კომპეტენტური, რომ გიპასუხოთ, რა დაჯდა კონტროლის პალატის შენობა. ვიცი, რომ პარლამენტის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქად უნდა იქცეს, თუმცა ჩემი სამინისტროს ფინასურ მხარეზე ხელი არ მიუწვდება", - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.