2010 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეუმცირდება, მაგრამ ეს დიპლომატიურ სამსახურებზე არ აისახება. ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა პარლამნეტში 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკეთა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრო 66 მილლიონ 498 ათასი ლარით დაფინანსდება. წელს კი ეს უწყება 70 მილლიონ 670 ათასით ლარით ფინანსდებოდა.
სწორედ ამიტომ დეპუტატები დაინტერესდნენ, საგარეო უწყების დაფინანსების შემცირება დიპლომატიურ სამსახურზე როგორ აისახება.
ბაიდურაშვილის თქმით კი, ამ უწყების დაფინანსება მცირდება იმიტომ, რომ სამინისტრომ შენობა გაარემონტა წელს და ამის გამო ხდება შემცირება. რც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიურ სამსახურზე არ აისახება.
`სამინისტრო დიპლომატიური წარმოამდეგნლობების დაფინასების შემცირებას კი არა, ამ ბიუჯეტით მომავალ წელს, სამი ახალი საელჩოს გახსნას გეგმავს,'' - განაცხადა ბაინდურაშვილმა.