აშშ-ის მასაჩუსეტის შტატში მდებარე რუსული ხატების კერძო მუზეუმი თანახმაა, ვადაზე ადრე შეწყვიტოს ანდრეი რუბლოვის ექსპოზიცია და ის მოსკოვში გაგზავნოს. ამის შესახებ მუზეუმის მფლობელმა გორდონ ლენკტონმა იტარ-ტასს აცნობა.
ლენკტონის სიტყვებით, მან ვადაზე ადრე გადაწყვიტა გამოფენის დასრულება, რათა რუსეთში ექსპონატების დაბრუნებას გართულება არ მოჰყვეს. მუზეუმის მფლობელის თქმით, ვერანაირი კომპენსაცია ვერ დაფარავს ამ ნიმუშების დაკარგვის ზარალს.
საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტრომ ექსტრემალურად გადაწყვიტა, ამერიკიდან ხატები გამოეწვია, რათა ისინი ამერიკაში არ დაეპატიმრებინათ. ეს დაკავშირებულია მოსკოვში მდებარე შნეერსონის ბიბლიოთეკის სკანდალთან, სადაც ძველებრაული წიგნები და ხელნაწერები ინახება. ამ წიგნებზე პრეტენზია ამერიკაში მცხოვრებმა ხასიდების საზოგადოებამ გამოთქვა. მართალია, რუსეთის ფედერაცია ამ პრეტენზიებს არ ცნობს, სამაგიეროდ, ხასიდების სარჩელი ამერიკის სასამართლომ დააკმაყოფილა.
ხასიდები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარი მიზნისთვის გამოიყენებენ. ამის შემდეგ რუსეთის რამდენიმე მუზეუმმა ამერიკაში საკუთარ ექსპონატთა გაგზავნაზე მათი დაკარგვის შიშით უარი განაცხადა.