მიანმაში, ტაილანდის საზღვართან ახლოს, ერთდროულად ორი, 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
პირველი მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე ადგილობრივი დროით 20:25 წუთზე მოხდა, მეორე კი 229.4 კმ-ის სიღრმეზე 24 წამის შემდეგ.
ორივე მიწისძვრა ტაილანდის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.