25 მარტს, 13:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სომხეთის განათლების მინისტრი არმენ აშოტიანი ეწვევა.
მინისტრი სომეხი ეროვნების სტუდენტებსა და თსუ-ის არმენოლოგიის მიმართულების პროფესორებს შეხვდება. საუბარი ქართულ-სომხურ ურთიერთობებს შეეხება, დაგეგმილია განათლებისა და კულტურის სფეროში სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების დასახვა.