"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი "კარგი კაცია, მაგრამ ცუდ წრეში მოხვდა". ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე პელენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოხსნების შემდეგ დებატებზე "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
"ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც მოისმინა თავიდან ბოლომდე ნიკოლეიშვილის მოხსენება მოეწონა და მითხრა: ერთი ნაკლი აქვს - ეს კაცი ცუდ წრეშია მოხვედრილი, სხვა ყველაფერი კარგი აქვსო", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
ვეფხვაძის გამოსვლას უმრავლესობის ერთ-ერთი პავლე კუბლაშვილი გამოეხმაურა.
"რამაზ ნიკოლეიშვილზე თქვეს "ქრისტიან-დემოკრატებმა" ცუდ წრეშია მოხვედრილიო და მინდა მივულოცო მათ, რადგან თვითონ მოხვდნენ სამაგიეროდ კარგ გარემოში და ძალიან ბევრს ისწავლიან, როგორც მინისტრებისგან, ასევე ნაციონალური მოძრაობისგან", - დასძინა კუბლაშვილმა.