ხვალ, 25 მარტს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარის მონაწილეები ცხინვალის ადმინისტრაციულ საზღვარს დაათვალიერებენ.
ოფიციალური პროგრამის მიხედვით, სემინარის მონაწილეები ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობიან.
ამასთან, სტუმრები წეროვანში გაემგზავრებიან და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასაც მოინახულებენ.
ხვალვე ისინი მცხეთასაც ეწვევიან და ჯვრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებს დაათვალიერებენ.
საქართველოში ვიზიტის ბოლოს, სემინარის მონაწილეები თბილისის ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობიან, ასევე საბჭოთა ოკუპაციისა და ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებიან.
შეგახსენებთ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარი თბილისში გუშინ გაიხსნა და ხვალ, 25 მარტს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები