ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლების გამოყენებით დაშალა.
ათასობით მუშა აპროტესტებდა ეკონომიკური რეფორმების პაკეტს, რომელსეც როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აცხადებენ, ბიზნესის ხელშეწყობისთვის შეიქმნა.
დემონსტრანტებმა ევროკავშირის სხვადასხვა დაწესებულებებთან მისასვლელი გზები გადაკეტეს, რის გამოც პოლიცია იძულებული შეიქმნა საპროტესტო აქცია დაეშალა.