სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი სკეპტიკურადაა განწყობილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ მათში მონაწილეობაა საჭირო. ეს განცხადება ალექსანდრე ანქვაბმა სოხუმში გაეროს წარმომადგენელთან ანტი ტურუნენთან შეხვედრისას გააკეთა.
"ცუდი საუბარიც კი კარგ დუმილზე უკეთესია. აფხაზური და ქართული მხარის პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებულია, თუმცა ჩვენ მზად ვართ დიალოგი ვაწარმოოთ", _ აცხადებს ალექსანდრე ანქვაბი.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის შვებულებაში ყოფნის გამო, მის ე.წ.მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.