ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის განცხადებით, უსახლკარო დევნილებისთვის მთავრობას სხვადასხვა რეგიონში 100-მდე შენობა აქვს მოძიებული და მოკვლელული. მისი თქმით ამჟამად ამ შენობების პროექტირება მიმდინარეობს.
"კიდევ ბევრი ოჯახია დასაკმაყოფილებელი, რომელიც ფართს ელოდება სხვადასხვა  რეგოონში. ჩვენ მოკვლეული და მოძიებული გვაქვს 100-მდე  შენობა, რომელიცაა ჩვენი მომავალი წელიწადნახევრის გეგმა.  ეს ობიექტები უკვე დამტკიცებულია, მიმდინარეობს მათი პროექტირება. სადღაც მაის- ივნისში ალბათ უკვე გამოვაცხადებთ ტენდერებს, რომ ეს ობიექტები ბინებად გადაკეთდეს და უსახლკარო დევნილებს გაუნაწილდეს სხვადასხვა რეგიონებში", - განაცხადა სუბელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.