ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს ვანგას ნაწინასწარმეტყველები აქვს იაპონიის ბირთვული კატასტროფაც და მისი საშინელი შედეგიც.
"ყოველივეს შედეგად განადგურებული იქნება ყველაფერი ცოცხალი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში" - ამის შესახებ ნათქვამია ვანგას წინასწარმეტყველებებში, რომლებიც 2011 წელს ეძღვნება: ბრმა ნათელმხილველი ამბობდა, რომ რადიოაქტიური ნალექის მოსვლის შემდეგ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არ დარჩება არც ცხოველები და არც მცენარეები. ამის შემდეგ მუსულმანები ქიმიურ ომს დაიწყებენ ცოცხლად დარჩენილი ევროპელების წინააღმდეგ.
ამასთან დაკავშირებით უნდა აღნიშნოს, რომ იაპონიის რამდენიმე რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოსულ წვიმაში, რადიოაქტიური იოდისა და ცეზიუმის კვალი იქნა აღმოჩენილი.
ვანგა (ვანგელია პანდევა გუშტეროვა) 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ოსმალეთის იმპერიაში. ცხოვრების დიდი ნაწილი მან ბულგარეთის საზღვარზე მდებარე სოფელ პეტრიჩში გაატარა.
არის მოსაზრება, რომ მან იწინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დაშლა, ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რუსული წყალქვეშა ნავის "კურსკის" ჩაძირვა, 11 სექტემბრის ტერაქტები და სხვა მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენები.