ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბალიანი ოპოზიციას თავს არ დააჩაგვრინებს.
როგორც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების წინ სუბელიანმა განაცხადა, მას ამ დღეების განმავლობაში მოსახლეობისგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მოსდის, რომლებიც მოუწოდებენ "ოპოზიციას თავი არ დააჩაგვრინოს".
"სამთავრობო დებატებმა როგორც ჩანს უკვე ერთგვარი აზარტი შეიძინა", - დასძინა სუბელიანმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის შემდეგ პარლამენტში სუბელიანის თანამდებობიდან მოხსნის საკითხს დააყენებს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრების განცხადებით, დაიჭერენ თუ არა ცაგარეიშვილის მოთხოვნას მხარს, დევნილთა მინისტრის მოხსენების შემდეგ გადაწყვეტენ.