სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კევზერელმა საპარლამენტო უმრავლესობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა პირობა დადო, რომ უმრავლესობასთან ერთად იმუშავებს ყველა პრიორიტეტულ საკითხზე და მათ შორის საგაზაფხულო სამუშაოებზე.
როგორც ცნობილია, დღეს, პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი 70 ხმით 10 ხმის წინააღმდეგ ჩავარდა.
აღნიშნული საკითხი გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატებმა" დააყენეს, თუმცა იმის გამო, რომ ქვრუმი არ იყო საკითხის განხილვა დღეისთვის გადაიდო.