სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კევზერელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა პარლამენტში ჩავარდა.
რეგლამენტის თანახმად "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა კვეზერელის გადაყენების მიზანშეწონილობის შესახებ კენჭისყრაზე დადგა, რომელსაც მხარი მხოლოდ 10 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 70 დეპუტატი იყო, შესაბამისად მინისტრის გადადგომის საკითხი კენჭისყრაზე აღარ დამდგარა.
კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მოუწოდა კევზერელს, რომ შეუძლია მომდევნო სამი თვის განმავლობაში საგაზაფხულო სამუშაოებს მიხედოს.
რეგლამენტის თანახმად, თუ პარლამენტი ვერ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მთავრობის იმავე წევრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა შემდეგი 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.