სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კევზერელის შეფასებით, ოპოზიციას გუშინ მისი გამოსვლისთვის არ მოუსმენია.
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას არ მოუსმენია ჩემი გამოსვლისთვის ან შეგნებულად არ მოისმინია, ან ვერ გაიგეს უბრალოდ რაზე იყო საუბარი და ალბათ ამაში გამოიხატებოდა მათი განცხადებები, რომელიც დებატების შემდეგ გაკეთდა", - აღნიშნა კვეზერელმა.
მისივე თქმით, მისი მოხსენებაში საუბარი შეეხებოდა პროექტებს და პროგრამებს, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს და მომავალში განახორციელებს.
"შესაბამისად წარმოდგენილი იყო როგორც ხედვა, ასევე სტრატეგია, რომ მთვარობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება", - დასძინა მინისტრმა და აქვე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ჯერ კიდევ არის ძალიან ბერი პრობლემა.