საქართველომ და რუანდამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
მხარეებმა შესაბამის ოქმს ხელი გუშინ, 23 მარტს მოაწერეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი ოქმის თანახმად, ერთმანეთთან ურთიერთობებში მხარეები მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ.
ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.
დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს აცნობეს.