ცნობილი მსახიობის ელიზაბეტ ტეილორის დაკრძალვის დღეს კანზასელი ბაპტისტი-ანტიჰომოსექსუალები პიკეტირებას აპირებენ. მათ სწორედ სასაფლაოებზე მოწყობილი მიტინგებით გაითქვეს სახელი, როცა იქ ავღანეთსა და ერაყში დარუპულ ამერიკელ სამხედროებს ასაფლავებდნენ.
"როგორც იქნა, ელიზაბეტ ტეილორს ცოდვების გამო სამაგიერო მიეზღო", _ასეთი შეფასება მისცა ტვიტერზე ამ ეკლესიის დამაარსებლის ფრედ ფელპსის ქალიშვილმა ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალებას.
კანზასის შტატის დამოუკიდებელ ბაპტისტურ ეკლესიას კრიტიკოსები სექტად უფრო მოიხსენიებენ. ამ ეკლესიის წევრები სამხედროების დაკრძალვის დღეს საფლავების პიკეტირებას იმით ამართლებენ, რომ სამხედროები სიკვდილს ნამდვილად იმსახურებდნენ, რადგან ამერიკისთვის იბრძოდნენ. მათი აზრით, სწორედ ამერიკაში აყვავდა ყოველგვარი უზნეობა, ჰომოსექსუალიზმის შემთხვევები კი უფროდაუფრო მატულობს.
უფრო ადრე ტელეკომპანიის ეთერით ამავე ეკლესიის წევრმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას "აპოკალიფსის მხეცი" უწოდა.
ცნობისთვის, თავის დროზე ელიზაბეტ ტეილორი სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციას აპროტესტებდა.