ლიბიის ლიდერის პოლკოვნიკ კადაფის სამხედრო საჰაერო ფლოტი „როგორც საბრძოლო ძალა მეტი არ არსებობს". ამის შესახებ ბრიტანეთის ავიაციის ვიცე- მარშალმა გრეგ ბეგუელმა განაცხდა, იტყობინება „ბი-ბი-სი".
მისი თქმით, კოალიციის ავიაციას ლიბიის ცაში შეუძლია „პრაქტიკულად დაუსჯელად" იმოქმედოს.
ამავდროულად აშშ-ის მისიის შტაბის უფროსმა კონტრ-ადმირალმა ჯერარდ ჰიუბერმა აღნიშნა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ მას არავითარი პატაკი არ მიუღია.
აღნიშნული განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მუამარ კადაფის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებთან მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის შესახებ.
შეგახსნებთ, რომ გაერო რეზოლუციის საფუძველზე კოალიციამ ლიბიის წინააღმდე სამხედრო პერაცია დაიწყო.