აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლიბიაში კოალიციური ძალების ქმედებებში ამერიკული ძალის ჩართულობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას განაგრძობს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენლები იტყობინებიან.
მათი თქმით, სავარაუდოდ, ამერიკის ლიდერი საკუთარ ხალხსაც მიმართავს. თეთრი სახლის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ობამას პოზიციაზე.
კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტრი დარწმუნებულია, რომ პატიოსნად და რეგულარულად უნდა მიაწოდოს მოქალაქეებს იმ სამხედრო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინაეობს.
შეგახსენებთ, ლიბიის ტერიტორიაზე საერთაშორისო კოალიციური ძალები ავიადარტყმებს ახორციელებენ. გამთენიისას კოალიციის ძალებმა ტრიპლიდან 32 კილომეტრის დაშორებით მდებარე ტაჯურის რეგიონზე დარტყმა განახორციელეს.
ამასთან, დაიბომბა ტაჯურის საცხოვრებელი სახლები, რასაც მშვიდობიანი მცხოვრებლები შეეწირნენ.