დღეს, 24 მარტს, ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩი და დელეგაციის წევრები მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და ჯვრის მონასტერს დათვალიერებს, საიდანაც კონიაკის ქარხანაში გადაინაცვლებენ.
ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ლუკა ბებიჩი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22 მარტს ეწვია. დელეგაციის წევრებმა 23 მარტს თბილისის ძველი უბნები აბანოთუბანი, მეტეხის პლატო, სამების საკათედრო ტაძარი და ხელოვნების მუზეუმის საგანძური დათვალიერეს და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ბებიჩი თბილისს 25 მარტს გამთენიისას დატოვებს.