"ქრისტიან-დემოკრატებს" ილუზია არა აქვთ, რომ პარლამენტი სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებს" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატებზე კვეზერელის გადაყენების საკითხის დასმის შემდეგ განაცხადა.
"არ გვაქვს ილუზია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაყენებას მხარს დაუჭერს, მაგრამ გვსურს უმრავლესობამ კიდევ ერთხელ აიღოს პასუხისმგებლობა და "გადაარჩინოს" ის მინისტრი, რომელმაც სოფლის მეურნეობის სფეროში კრახი განიცადა", - დასძინა თარგამაძემ.
იგი დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის შემოთავაზებასა და შესაბამისად ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე ბაკურ კვეზერელის სოფლის მეურნეობიდან გადაყენების საკითხი დადგება.