საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დაყენება გაუკვირდა.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სოფლის მეურნეობის გადაყენების საკითხის დასმა მისთვის გასაკვირია, მაშინ, როდესაც ოპოზიციას არ აქვს არც წინადადება და არც ინიციატივა, როგორ შეიძლება უკეთესად გაკეთდეს.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატებმა"პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაყენების საკითხი დააყენეს, რომელსაც პარლამენტი კენჭს ხვალ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უყრის.