ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, იაპონიაში წყალთან ერთად ქართული შავი ღვინოც გააგზავნოს. აღნიშნული ინიციატივით ლორთქიფანიძე პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს გამოვიდა.
დეპუტატმა სოფლის მეურნეობის მინისტრს შეახსენა, რომ ქართული ღვინო, მშრალი საფერავი რადიაციის მიმართ რეზისტენტულია და კარგი იქნება, თუ წყალთან ერთად იაპონიაში მასაც გაგზავნიან.
"ხელისუფელებამ ბიზნესმენებისგან იყიდოს შავი ღვინო და ამით ადგილობრივ ბიზნესსაც უშველით და ქველმოქმედებასაც გავწევთ", - დასძინა ლორთქიფანიძემ.