ხვალ, 24 დეკემბერს, 12:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან (ზედა მხარეს) კონსერვატიული პარტიისა და ხალხის პარტიის ერთ-ერთი ლიდერების ლაშა ჩხარტიშვილისა და ალექსანდრე შალამბერიძის, ასევე "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ინიციატივით გაიმართება აქცია საქართველოს პარლამენტში კობა სუბელიანის და სხვა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით.
ღონისძიება იმართება საპროტესტო კამპანია "მთავრობა ხალხის წინააღმდეგ" ფარგლებში.