ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ლიბიაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების დროს კოალიციას არაბთა ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
კამერონის თქმით, ლიბიაში დაწყებულ სამხედრო მოქმედებებში ყატარის მსგავსად იორდანია და კუვეიტიც ჩაერთვებიან. მისი თქმით, ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბიის ცაზე პატრულირება განაახლა.
კამერონი განმარტავს, რომ კოალიციის მიზანი სამოქალაქო პირთა დაცვაა. კამერონი მიესალმება ოპერაციაში არაბული ქვეყნების ჩართვას და აცხადებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ლიბიაში მშვიდობის მალე დამყარებას.
კამერონის განცხადებით, სამხედრო მოქმედებებში დღეისთვის 11 ქვეყნის 150 სამხედრო თვითმფრინავია ჩართული.