რუსეთის დუმა კოალიციის მონაწილე დასავლეთის წევრ-სახელმწიფოების პარლამენტის წევრებს ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტის ხელისშეწყობისაკენ მოუწოდებს.
"სახელმწიფო დუმა შეშფოთებას გამოთქვამს ლიბიის წინააღმდეგ გამოყენებული სამხედრო ძალის ფორმებითა და მასშტაბებით და მოუწოდებს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, იტალიის, კანადისა და კოალიციის მონაწილე სხვა სახელმწიფოების პარლამენტებს, ხელი შეუწყონ ლიბიაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, რომელთაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი მოსდევს", _ ნათქვამია რუსეთის დუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მან საბოლოო მოსმენით დღეს მიიღო.