იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობამ 25 ათას ადამიანს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შეახებ ტელეარხი "NHK"-ი ავრცელებს.
იაპონიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი სტიქიის შედეგად დაღუპულია 9 ათას 487 ადამიანი. მათი ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ გაკარგულია 14,7 ათასი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 360 ათასი ადამიანი ევაკუირებულია სტიქიის ზონიდან და ამჟამად ქვეყნის 14 პრეფექტურაში დროებით თავშესაფარში ცხოვრობს.