"ქრისტიან-დემოკრატებმა" პარლამენტში სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კევზერელის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი დააყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს, სამთავრობო დებატების დღის შეფასებისას განაცხადა.
"ჩვენ ბაკურ კვეზერელის წინააღმდეგი არ ვართ, არამედ წინააღმდეგი ვართ ხედვებისა, რომელიც მას არ აქვს, როგორ დააყენოს ფეხზე სოფლის მეურნეობა. რეგლამენტის 205 მუხლის თანახმად მოგმართავთ, რომ დავაყენოთ ბაკურ კვეზერელის თანამდებობის გადაყენების საკითხი", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი შინაარსობრივად უნდა განიხილებოდეს და რადგანაც დღეს, ქვორუმი არ არის ამიტომ, ბაქრაძემ შესთავაზა საკითხი კენჭისყრაზე ხვალ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დადგეს.
ბაქრაძის განმარტებით, იმისთვის, რომ მოხდეს პარლამენტის მიერ მინისტრის თანამდებობიდან განათავისუფლება აუცილებელია დეპუტატების ერთმა მესამედმა დაუჭიროს მხარი.