ხვალ, 24 მარტს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, დღის პირველ ნახევარში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბალიანს, ხოლო დღის მეორე ნახევარში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლეიშვილის მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სამთავრობო დებატების განრიგის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებთან კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
"შევთანხმდით, რომ დღის პირველ ნახევარში კობა სუბელიანის მოვუსმენთ, ხოლო მეორე ნახევარში რამაზ ნიკოლეიშვილს. ჯანდაცვისა და განათლების მინისტრის მოსმენა 25 მარტს გაიმართება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისი თქმით, შემაჯამებელ დებატებზე მთავრობის კაბინეტის მოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრთან გაივლის, რომ ყველა მინისტრმა შეძლოს მოსვა.