საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"მონაცემები იმის შესახებ, არიან თუ არა დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები, ჯერჯერობით არ გვაქვს. ამის გასარკვევად ვმუშაობთ", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის ცენტრში ავტობუსი აფეთქდა.როგორც BBC იუწყება, აფეთქებას შედეგად ათეულობით ადამიანია დაღუპული. აფეთქება ქალაქის მთავარ ავტოსადგურთან მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.