იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი რეკლამაში პირველად გადაიღეს. ვიდეორგოლის საშუალებით, პოლიტიკოსი იტალიელებს სამშობლოში დასვენებისკენ მოუწოდებს.
იტალიის ტურიზმის მინისტრმა ვიქტორია ბრამბილამ აღნიშნა, რომ ბერლუსკონი პირველი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც მხოლოდ იტალიურ რეკლამაში არ გადაუღიათ.ამასთან, ვიქტორია ბრამბილამ განაცხადა, რომ კადრში გადაღებისთვის ბერლუსკონის 15 წუთი დასჭირდა.
ვიდეორგოლში იტალიელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 50% სწორედ იტალიაში მდებარეობს. ბერლუსკონი ჩამოთვლის კიდეც, თუ რამდენი მუზეუმი და ეკლესიაა მის ქვეყანაში. გარდა ამისა, ბერლუსკონი ტურისტებს იტალიაში ჩასვლისა და მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ქვეყნის აღმოჩენისკენ მოუწოდებს.
რეკლამაში ანდრია ბოჩელის სიმღერა ისმის. ვიდეორგოლს მალე იტალიის ნაციონალური ტელევიზიით გადასცემენ.
ცნობისთვის, გასული წლის ზაფხულში ბერლუსკონი სამინისტროს რეკლამაში გადაიღეს, თუმცა მაშინ ბერლუსკონი რეკლამას მხოლოდ ახმოვანებდა.
იტალიის ნაციონალური ტურიზმის აღორძინება ქვეყანაში იმ ტურისტების რიცხვის გაზრდას უკავშირდება, რომლებიც უცხოეთში დასვენებას ამჯობინებენ. გასულ წელს უცხოეთში დასვენებისთვის იტალიელებმა დაახლოებით 15 მილიარდი ევრო დახარჯეს.