სოფლის მეურნეობის მინისტრი საზოგადოებას ქართული პროდუქციის მოხმარებისკენ მოუწოდებს. მინისტრი ამბობს, რომ თუ თითოეული ქართველი ადგილობრივ პროდუქციას მოიხმარს, ის ამით ქართველ გლეხს დაეხმარება.
"გარდა ამისა, ეს იქნება თითოეული ქართველის მიერ გადადგული ანტიინფლაციური ნაბიჯები. სწორედ ეს არის სწორი ბრძოლა ინფლაციის წინააღმდეგ და არა ხელოვნური შეზღუდვებით და ხელოვნური ბარიერების შექმნით", - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.