ლიბიაში ოპერაციაში მონაწილეობისთვის მისაღებად ნატომ 16 გემი გაგზავნა. ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს. ამ გემებს შორის არის 10 ფრეგატი, სამი წყალქვეშა ნავი. ერთი სამმართველო გემი და 2 დამხმარე.
როგორც "ასოსიეიტიდ პრესი" იუწყება, ნატოს სამხედრო გემებმა, გაეროს მიერ ლიბიაზე დაწესებული იარაღის ემბარგოს გასაკონტროლებლად, ლიბიის სანაპირო ზოლთან პატრულირება დაიწყეს.
ნატო ჩრდილოეთ აფრიკის სამოქალაქო პირთა დასაცავად პასუხისმგებლობას იღებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იწყებს ოპერაციას ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს განსახორციელებლად.