პლასიდო დომინგოს კონცერტი, რომელიც ბუენოს-აირესის თეატრ "კოლონში" დღეს უნდა გამართულიყო, ორკესტრის მუსიკოსების გამო გადაიდო. მუსიკოსები დედაქალაქის ხელისუფლებისგან ხელფასის მომატებას მოითხოვენ. კონცერტის გადადების შესახებ თავად ტენორმა განაცხადა.
"უკანასკნელად ამ საოცარ სცენაზე 1998 წელს გამოვდიოდი. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ მსურდა ამ სცენაზე მემღერა, რადგან მე არა მხოლოდ შემსრულებელი, არამედ უკვე 15 წელია, თეატრის ხელმძღვანელიც ვარ. ამდენად, ძალიან კარგად მესმის თეატრ "კოლონში" არსებული პრობლემები. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში სიტუაცია დარეგულირდება", _ აღნიშნა დომინგომ.
მუსიკოსებთან პირადი შეხედრისას ტენორი მათ მოელაპარაკა, რომ ისინი მის მიერ დაგეგმილ მეორე ღონისძიებაში აკომპანირებას გაუწევდნენ.
დღესვე ღია ბუენოს-აირესის სიმბოლურ ობელისკთან, ღია ცის ქვეშ, პლასიდო დომინგოს უფასო კონცერტია დაგეგმილი, სადაც 100 ათასამდე მაყურებელს ელიან.