"უფრო და უფრო რთული იქნება რუსეთისთვის საქართველოს დანგრევა", - ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე სიტყვით გამოსვლისას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთს დანგრეული საქართველოს ხილვა სურს, თუმცა "ჩვენი ქვეყანა მის ამ მიზანს წარმატებებით დაუპირისპირდება".
"ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა.