სამთავრობო დებატების მოსმენის გრაფიკი შეიცვალა. აღნიშნული ინიციატივით დღეს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა.
მისი თქმით, დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სრულყოფილი დებატები ვეღარ მოესწრება, რადგან დებატები ძალიან გაგრძელდა.
ბაქრაძემ თანხმობა ოპოზიციასა და უმრავლესობას სთხოვა, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თანხმობა განაცხადა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლის გადადებას უმრავლესობაც დაეთანხმა.
ბაქრაძის თქმით, მიმდინარე კვირას ორ-ორ მინისტრს მოუსმენს და პრემიერ-მინისტრთან და მთელ კაბინეტთან შემაჯამებელი დებატები ორშაბათს გაიმართება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადანაწილდებიან მინისტრები მიმდინარე კვირას, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს.