ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის მხარდამჭერმა სამხედრო ძალებმა ქალაქ ზინტანის დაბომბვა განაახლეს. ზინტანზე კონტროლს მეამბოხეები ამყარებენ. კადაფის ძალები უტევდნენ მისურატასა და აჯდაბიასაც. როგორც "ალ-ჯაზირა" იუწყება, მისურატაში მომხდარ ბოლო შეტაკებას 14 ადამიანი ესმხვერპლა, ხოლო 23 დაიჭრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია აჯდაბიაში დაღუპულთა შესახებაც. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, აჯდაბიაში გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე მისურატაში.
CNN-ის ინფორმაციით, დედაქალაქ ტრიპოლის დასავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.