იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტაკეაკი მაცუმოტოს განცხადებით, იაპონიაში შექმნილი ბირთვული საფრთხის გამო, ტოკიოში რამდენიმე საელჩო დროებით დაიხურა.
იაპონიაში დროებით შემდეგი ქვეყნის საელჩოებმა შეწყვიტეს მუშაობა: ანგოლა; ბაჰრეინის სამეფო; ბენინი; ბოტსვანა; ბურკინა ფასო; ხორვატია; დომენიკის რესპუბლიკა; ეკვადორი; ფინეთი; გერმანია; განა; გვატემალა; კენია; კოსოვო; ლესოტო; ლიბერია; ლიბია; მალავი; მავრიტანია; მოზამბიკი; ნამიბია; ნეპალი; ნიგერია; პანამა და შვეიცარია.
ფუკუშიმას ბირთვულ სადგურზე შექმნილი გარუკვეველი ვითარების გამო, შვეიცარიამ საელჩო დროებით ოსაკაში გადაიტანა.