საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს "დალაგებულ, მწყობრ ხედვებს" უწონებს. ამის შესახებ თარგამაძემ დღეს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს განაცხადა.
"ბატონო ალექსანდრე, თქვენ საქართველოს მთავრობაში მწყობრი ხედვის არსებობით და სტაბილურობით გამოირჩევით და ჩვენ გვსურს, რომ ეს დიალოგი იყოს კონსტრუქციული და თუ რამე ხარვეზს ვხედავთ ერთად გამოვასწოროთ", - აღნიშნა თარგამაძემ.
ამასთან, დეპუტატი დაინტერესდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპირება "გაზი ყველა სოფელს" იყო თუ არა ტყუილი.
"თქვან, როგორც სააკაშვილის მთავრობის წევრს მინდა შეგახსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაცემული დაპირება - გაზი ყველა სოფლეს, ახლა კიდევ მოვისმინეთ, რომ გეგმაშია საქართველოს მასშტაბით დასახლებული პუნქტების 70% გაზიფიცირება, მაშინ როდესაც სოფლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გაზიფიკაცია რჩება. პრეზიდენტის დაპირება იყო ტყუილი თუ ეს გეგამა შემდეგ გადაიხედება და მოხდება სრული გაზიფიკაცია?", - მიამართა ხეთაგურს თარგამაძემ.