ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატი გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვას ურჩევს.
როგორც ჩახვაძემ დღეს, პარლამენტში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან დებატებზე განაცხადა, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ელექტროენერგიას აწარმოებს და ექსპორტზეც გააქვს, ასევე ბუნებრივი აირის კუთხით საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და აქედანაც "სიკეთეს იღებს", რადგან თბოელექტრო სადგურებო ბუნებრივი აირის საგადასახადო შეღავათით იღებენ.
"აქედან გამომდინარე კი ტარიფების არის აქტუალური, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფების სტატისტიკას თუ გადავხედავთ დიდად არ ჩამოუვარდება განვითარებული ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ. რაც შეეხება გაზის ტარიფს იგი 143 დოლარია და როგორც მომხმარებელი მას საცალო ფასად 298 დოლარად ვყიდულობ. მაინტერესებს აღნიშნულ საკითხთან რა ხედვა აქვს სამინისტროს", - მიმართა ჩახვაძემ ენერგეტიკის მინისტრს.
ამასთან, დეპუტატმა ურჩია, რომ მთავრობამ გაითვალისწინოს მოსახლეობის მყიდველუნარინობა და ამის გათვალისწინებით ტარიფებიც მისი შესაბამისი იყოს.