"კიოდო ნიუსის" ინფორმაციით, რადიაქტიური იოდი ტოკიოს წყლებში იქნა აღმოჩენილი.
ტოკიოს ხელმძღვანელობამ, მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჩვილებს არ მიაღებინონ ონკანის სასმელი წყალი, რადგან აღმოჩენილმა ქიმიურმა ნივთიერებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას. აღმოჩენილი რადიაქტიური ნივთიერების რაოდენობა ახალშობილების გარდა ადამიანებს საფრთხეს არ შეუქმნის.
სააგენტოს ინფორმაციით, ფუკუსიმას ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორიდან კვამლის ამოსვლა არ წყდება.
როგორც იაპონიის ბირთვული სააგენტო იტყობინება, კვამლის მიზეზი უცნობია.
სააგენტოს მტკიცებითვე, კვამლის ამოსვლის მიუხედავად, ელექტროსადგურზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.
სპეციალისტები კვამლის ამოსვლის მიზეზის დადგენაზე მუშაობენ.