ეგვიპტის ექს-პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს თებერვალში ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეთა განზრახ მკვლელობის გამო ბრალი წაუყენეს.
ამის შესახებ ეგვიპტის მედიასაშუალებები იტყობინებიან. მუბარაქთან ერთად, მსგავსი ბრალდება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრსაც წაუყენეს.
სპეციალური კომისიის დასკვნით, მომიტინგეთა დაშლის დროს, რომელთა მიმართაც ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვია და წყლის ჭავლი გამოიყენა, 360 ადამიანი დაიღუპა.
სპეციალურმა კომისიამ, რომელიც ეგვიპტეში არეულობის დროს მომხდარი დანაშაულის გამოძიების მიზნით შეიქმნა, მასალები ეგვიპტის პროკურატურას უკვე გადასცა.
გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მუბარაქს, როგორც ქვეყნის მეთაურს, საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშლისას განხორციელებული მკვლელობის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება.