ეგვიპტის საფონდო ბირჟა, 27 იანვრის შემდეგ პირველად გაიხსნა. საფონდო ბირჟა ანტი-სახელისუფლებო აქციების შემდეგ დაიხურა.
რევოლუციის შემდეგ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა საფონდო ბაზრის ხელმძღვანელი გაანთავისუფლა და მის ნაცვლად დროებითი მმართველი დანიშნა.
ეგვიპტის დროებითი მთავრობის განცხადებით, ბაზარი იქნება უსაფრთხო და ისინი ამისთვის ყველანაირ გარანტიას იძლევიან. მათივე თქმით, ბაზარი იქნება ზეწოლის გარეშე და კონკურენტუნარიანი.